
„ალიასთან“ ინტერვიუში მერაბ შათირიშვილი აცხადებს, რომ მსგავსი აქცია, რომელსაც უახლოეს მომავალში გეგმავს, უკვე გამართა ორი წლის წინ, თუმცა მაშინ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვდნენ.
„თუ მაშინ „ნაციონალურ მოძრაობას“ ვეუბნებოდით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობა დაებრუნებინა.
ახლა ბატონ ბიძინას ვეუბნებით, ხართ თანახმა, ქვეყანაში სიტუაცია გამოსწორდეს? ჩვენი მოძრაობა ამ კითხვის პასუხს დაელოდება. ხელისუფლებიდან არავინ შემხმიანებია, თუმცა არის თანხვედრები.
მაგალითად, მურმან დუმბაძემ მთელი თავისი ცხოვრება ოპოზიციაში გაატარა, დღეს ნეპოტიზმში სდებენ ბრალს.
სხვისკენ და საკუთარი თავებისკენ გაიხედონ და იქ ნახონ ნეპოტიზმი!“, -აცხადებს შათირიშვილი.