
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს.
„მე ხელში მიჭირავს კონსტიტუცია. ეს არის ის დოკუმენტი, რომელსაც ყველა უნდა დავემორჩილოთ. ნებისმიერი მოქალაქე, ვინც არ უნდა ვიყოთ, თუნდაც თანამდებობის პირი, ვალდებული ვართ, ამის ფარგლებში ვიმოქმედოთ”, - განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, მისი პრეზიდენტთან შეხვედრის მიზანია, მცირედი წვლილი შეიტანოს იმ დაპირისპირების შესაჩერებლად, რომელიც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არსებობს.
„შეხვედრის საუბრის თემა ცნობილია. ჩვენ ვისაუბრებთ იმ საკითხზე, რაც ქართველ ხალხს აინტერესებს. საჭიროა დიალოგი პრეზიდენტთან და ეს ორმხრივი დიალოგი დღეს შედგება. დარწმუნებული ვარ, ეს დიალოგი წარმატებული იქნება და მოიხსნება ის წინააღმდეგობა, რომელიც მხოლოდ საქართველოს მტრებს სჭირდებათ“, - აღნიშნა მან.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის განცხადებით, მისი პრეზიდენტთან შეხვედრა თანაგუნდელებთან შეთანხმებულია.