
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, საქათველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შეიძლება მნიშვნელოვანი რამ გაკეთდეს.
„მე მგონია, რომ ეს არის ერთ-ერთი ვერსია, რომელზეც მიჭირს რაიმე კონკრეტული შეფასების გაკეთება,
იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ვერსია მოვისმინე ამ ბოლო დროის განმავლობაში და ალბათ დამოკიდებული იქნება რეალურად იმაზე, თუ რა მოხდება.
მე, ზოგადად, ვფიქრობ, რომ ის შენობა, რომელშიც დღეს პრეზიდენტია, ალბათ, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება გაკეთდეს“, - განუცხადა „პირველ რადიოს“ ოთარ დანელიამ.
ერთ-ერთი ვერსიით, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა რამდენიმე თვის წინ დავით უსუფაშვილს განუცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ათონელზე მშენებარე სასახლეში რემონტი დასრულდება, პრეზიდენტი სამუშაოდ იქ გადავა.