
"ნაციონალური მოძრაობა" შინაგან საქმეთა მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს ქუთაისში, ფრაქციის სხდომაზე იწვევს.
ჭიკაიძეს ოპოზიცია ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე სასაუბროდ ელოდება. საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი თვლის, რომ მინისტრი ვალდებულია, დეპუტატების შეკითხვებს უპასუხოს.
,,ამჯერად ჩვენ განმეორებით ვიწვევთ შს მინისტრს ფრაქციის სხდომაზე, ქუთაისში, პარლამენტში იმისთვის, რომ მობრძანდეს და ვიმსჯელოთ დამძიმებულ კრიმინოგენურ ვითარებაზე.
შს მინისტრი ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში, ფრაქციის სხდომას დაესწროს და პასუხები გასცეს ყველა იმ კითხვას, რომლებიც აქვთ პარლამენტის წევრებს", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.