რატომ მალავს "ქართული ოცნება" მურმან დუმბაძესთან დაპირისპირების რეალურ მიზეზს

Image

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მურმან დუმბაძე კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გარიცხეს.

 

 

მურმან დუმბაძეს რომ ბევრი ნათესავი და მეგობარი ჰყავდა დასაქმებული სახელმწიფო სტრუქტურებში, ეს ცნობილი ფაქტია, თუმცა არც არჩილ ხაბაძის ნათესავების სიმცირე იგრძნობა აჭარის რეგიონის სახელმწიფო სტრუქტურებში.

 

მაგრამ ეტყობა, ხაბაძეს ის ეპატიება, რაც დუმბაძეს არ აპატიეს. დუმბაძეს ბრალად სდებენ, რომ ის უხეშად ერეოდა აჭარის მთავრობის საქმიანობაში, ამის გამო იყო დაპირისპირებული არჩილ ხაბაძესთან და შესაბამისად, კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“. აი, ეს კი არგუმენტად ვერ გამოადგებათ ვერც ხაბაძესა და ვერც კოალიციის სხვა ლიდერებს.

 

მურმან დუმბაძე ბათუმის მაჟორიტარია, თანაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. აღმასრულებელი ხელისუფლების, მათ შორის, აჭარის მთავრობის გაკონტროლება მისი კონსტიტუციური არათუ უფლება, პირდაპირი მოვალეობაა და თუ ამ მოვალეობას ახორციელებდა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ამ და ყურით მოთრეული სხვა არგუმენტებით, კოალიცია შორს ვერ წავა. დაპირისპირებას "ქართულ ოცნებასა" და მურმან დუმბაძეს შორის, რეალურად სულ სხვა მიზეზები ჰქონდა.

 

კოალიციიდან გამოჟონილი ინფორმაციით, მურმან დუმბაძე ხელს უშლიდა არჩილ ხაბაძეს რეგიონში ერთპიროვნული მმართველობის დამყარებაში. ამ ბრძოლაში ხაბაძემ გაიმარჯვა, რადგან მას ირაკლი ღარიბაშვილი და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო უჭერს მხარს.

 

დაპირისპირების მთავარი მიზეზი კი ის იყო, რომ მურმან დუმბაძე მოითხოვდა, აჭარის მეთაური ხალხს პირდაპირი წესით, საყოველთაო კენჭისყრით აერჩია. არჩილ ხაბაძე აჭარის პარლამენტის მიერ არის არჩეული, ანუ არაპირდაპირი წესით. ეს რომ მოხდეს, ხაბაძეს აჭარაში არჩევნების მოგების უმცირესი შანსი აქვს.

 

თავად მურმან დუმბაძე აცხადებს, რომ მას უფრო მნიშვნელოვანი განზრახვა ამოძრავებს, როცა აჭარის პირველკაცის საყოველთაო გზით არჩევას ითხოვს. მისი თქმით, მას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის უფლებების გაფართოება სურს და აჭარის მოსახლეობა ღირსია, რომ არჩეული მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჰყავდეს.

 

„ქართულ ოცნებაში“ კი ამის გაგონებაც არ უნდათ. კოალიციის ლიდერები ფიქრობენ, რომ ეს აჭარის რეგიონის შემდგომ სეპარაციას შეუწყობს ხელს და მურმან დუმბაძე აზრზე არ არის, სამომავლოდ რამხელა საფრთხეს უმზადებს საქართველოს.

 

მურმან დუმბაძეს ფრაქციაში 4 გამოკვეთილი მხარდამჭერი ჰყავდა - თავად ავთანდილ ბერიძე, მედეა ვასაძე, ჯემალ ფუტკარაძე და ალექსანდრე ჩიტიშვილი. ვასაძეს, ჩიტიშვილსა და ფუტკარაძეს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ, იმ სხდომაზე, სადაც დუმბაძე გარიცხეს, საყვედური გამოუცხადა.

 

ამის შემდეგ, ჯემალ ფუტკარაძემ "ზადნი" მისცა და მურმან დუმბაძეს, ფაქტობრივად, გაემიჯნა, განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებებს დაემორჩილება.

 

„ქართული ოცნება" გეგმავს, რომ ახლო მომავალში მურმან დუმბაძის მეგობარი, ავთანდილ ბერიძე აჭარის პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაირჩიონ.  საამისოდ მუშაობა უკვე დაიწყო "ქართულმა ოცნებამ" და ამ საქმეში, უშუალოდ ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე არიან ჩართულნი. პროცესების გაკონტროლება კახი კალაძეს დაევალა.

 

გარდა ამისა, "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო ერთსულოვანია იმ საკითხშიც, რომ მურმან დუმბაძე გადააყენონ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტიდან.

 

აჭარაში ძალთა ბალანსი აშკარად არჩილ ხაბაძის, ანუ ირაკლი ღარიბაშვილის მხარესაა და ამ პოლიტიკურ ბრძოლას, მურმან დუმბაძე წააგებს. თუმცა, იმის თქმა ნაადრევია, რომ ამით "ქართული ოცნება" მას პოლიტიკურად გაანეიტრალებს. დუმბაძეს მომხრეთა გარკვეული რაოდენობა ჰყავს აჭარაში, მათ შორის, "ქართული ოცნების" წევრები.

 

მან შესაძლოა, დიდი თავის ტკივილი გაუჩინოს "ქართულ ოცნებას". არ არის გამორიცხული, რომელიმე პარტიასთან ითანამშრომლოს, ანდა ამ მომხრეებით შეუერთდეს და აჭარაში სერიოზული ბრძოლა გამოუცხადოს "ქართულ ოცნებას".

 

ბრძოლის პირველი ეტაპი ირაკლი ღარიბაშვილის გუნდის გამარჯვებით დასრულდება, თუმცა, ეს ბრძოლა მომავალში გაგრძელდება. ვინ რას იხეირებს და რას იზარალებს ამ ბრძოლიდან, ეს მომავალში გამოჩნდება.

 

ამ ეტაპზე კი, ერთადერთი გამარჯვებული მხარეა - "ნაცმოძრაობის" ლიდერები უკვე ზეიმობენ აჭარაში მომხდარ განხეთქილებას და იმედი აქვთ, რომ "ქართული ოცნების" რღვევა სწორედ იქიდან დაიწყება,“ - წერს „ქრონიკა“

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !