
„გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერის თქმით, არჩევნებში მისი გამარჯვების შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილს ვეღარ ეყოლებოდა თავის ჭკუაზე მოხტუნავე პრეზიდენტი.
„მე არ ვამბობ, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი, მაგრამ მეორე ტური იყო რეალისტური, საფრთხე ჩნდებოდა იმისა, რომ ვეღარ ეყოლებოდა ბიძინა ივანიშვილს თავის ჭკუაზე მოხტუნავე პრეზიდენტი.
აღმოჩნდა, რომ ისიც კი, ვინც ეგონა, მის ჭკუაზე იხტუნავებდა, არ დადის მის ჭკუაზე.
კარგად უნდა გაიგონ, ვერ წარიმართება ერთი ადამიანის ჭკუაზე ეს ქვეყანა და ძალიან მძიმედ შეიძლება ქვეყანს შემოუბრუნდეს და თავად ბიძინა ივანიშვილსაც“, - აცხადებს ბურჯანაძე.
„კვირის ქრონიკა“