-
2014-09-15 13:24
კარგი იქნებოდა, ჟურნალისტები უფრო ობიექტურები ყოფილიყვნენ, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ბიძინა ივანიშვილის მიერ მედიაზე გაკეთებულ კომენტარზე საუბრისას განუცხადა.
,,გამიჭირდება კონკრეტული ტელევიზიების, კონკრეტული გადაცემის და "ნიუსების" შეფასება - სიმართლე გითხრათ, ყოველდღიურ რეჟიმში ვერ ვუყურებ გადაცემებს. რაც შეეხება "რუსთავი 2"-ს, მე ძალიან დიდი პატივს ვცემ ამ ტელევიზიას, იქ მომუშავე ჟურნალისტებს, ამ არხზე ბევრი ჩემი მეგობარი მუშაობს, თუმცა კარგი იქნებოდა, რომ უფრო ობიექტურები ყოფილიყვნენ და რეალურად გაეშუქებინათ ის მოვლენები, რაც ქვეყანაში ხდება", - აღნიშნა კალაძემ.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით მთავარ პრობლემას ,,რუსთავი2“ ქმნის, რომელის პროდუქტსაც სხვა ტელევიზიები იმეორებენ, ,,აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2".
,,ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ გახდეს მედია უკეთესი,“- განაცხადა ივანიშვილმა ,,კვირის პალიტრასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში.