მძიმე კრიმინალური მდგომარეობის გამო ოპოზიცია ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომას ითხოვს

Image

"ნაციონალური მოძრაობა" შს მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომას და ქვეყანაში არსებული კრიმინალური მდგომარეობის შერბილებას მოითხოვს. მოთხოვნა პარტიის სახელით ირმა ნადირაშვილმა გააჟღერა.



მისი განცხადებით,  გასაგებია, რომ ქვეყანასი შექმნილი პრობლემა არ უკავშირდება მხოლოდ ალექსანდრე ჭიკაიძეს და ამ პრობლემების თავი ბიზინა ივანიშვილია, მაგრამ ნადირაშვილი მოითხოვს სასწრაფოდ მიიღოს ხელისუფლებამ ზომები არსებული მდგომარეობის მოსაწესრიგებლად.

"ადიგენში მამაკაცმა საკონტროლო გასროლით სამი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს. გარდა ამისა, მკვლელობა მოხდა გუშინ ბარნოვზე, ერთმა ამნისტიორებულმა მეორე მოკლა. გუშინვე მოკლეს ეთნიკურად აზერბაიჯანელი ლილოში. რამდენიმე დღის წინ მკვლელობა მოხდა მარნეულში. სპეცრაზმელები დაჭრეს ლილოში და მათი ნაწილი ახლაც საავადმყოფოშია. პოლიციელები მესტიის პოლიციის შენობაში ცემეს. ეს სია გაუთავებელია. სიტუაცია აღმაშფოთებელი და ძალიან საშიშია და იმ ზღვარზეა მისული, რომ გვეშინია ჩვენი ოჯახის წევრების გარეთ გასვლა შესაძლოა სახიფათოდ დასრულდეს. ეს არის შედეგი ოცნების მთავრობის უუნარო პოლიტიკის; შედეგი იმისა, რომ ივანიშვილმა ხელისუფლებაში მოსასვლელად წინასწარ აიღო ვალდებულებები კრიმინალურ სამყაროსთან და ქალბატონ ეკა ბესელიას საშუალება მისცა, განეხორციელებინა მართლაც უპრეცედენტო, უპასუხისმგებლო ამნისტია და ალბათ დღეს, როდესაც ახალგაზრდებს ასალმებენ სიცოცხლეს და ამას აკეთებენ ამნისტირებულები, ეკა ბესელია დიდ უმრავლესობასთან ერთად გრძნობს პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას ამ მკვლელობებში. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ დღეს საქართველოს ჰყავს შს მინისტრი, რომელის ერთადერთი დამსახურება არის ის, რომ მისი მამა "ჰაკიმ ფაშას" სიმამრის ნათესავი გახლდათ. სხვა მხრივ ის ვერ ფლობს სიტუაციას, არაადეკვატურია, მთელი საქართველოს მხრიდან მასხრადაა აგდებული და საკუთარი გუნდის წევრებიც კი არ უფრთხილდებიან",– განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !