-
2014-09-01 23:00
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ არანაირი დაპირისპირენა მასსა და პრემიერმინისტრს შორის არ არსებობს და უბრალოდ, რაღაც საკითხებია, რომლებიც „მოთელვას საჭიროებს“,- ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა:
„არც დაძაბულობა და არც უთანხმოება აქ არ არსებობს. ეს არის მიმდინარე პროცესი ახალი საკონსტიტუციო რეალობის ცხოვრებაში გადაყვანის, სადაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, არამედ არის სახელმწიფოს მეთაური. აქედან გამომდინარე, გარკვეული საკითხები, ალბათ, საჭიროებს მოთელვას", - თქვა მან.