-
2014-08-31 12:47
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლებს სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
„არ მომწონს, რომ თავდაცვის მინისტრი ასე დააკნინეს და ის, რაც ხდება არმიაში და სამხედრო წარმოებაში. პიროვნებებში არ არის საქმე, ინსტიტუტი არ უნდა კნინდებოდეს, თორემ პიროვნებებს ნამდვილად არ ვესარჩლები.
არც თავდაცვის მინისტრს და არც პრეზიდენტს ასე არ უნდა ეპყრობოდნენ და რაც მთავარია, საკუთარ ხალხს არ უნდა ეპყრობოდნენ ასე.
ჩვენი ხალხი ბევრად უკეთესს იმსახურებს”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სარფში, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე.