
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში მისი პიჯაკების შეძენისას დახარჯულ თანხაზეც ისაუბრა.
„9 წელიწადში საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც საქართველო გააცნო მსოფლიოს, რომელიც დაესწრო 50-ზე მეტ სამიტს, მიიღო მსოფლიოს ყველა წამყვანი ლიდერი თითქმის საქართველოში, მხოლოდ 7 პიჯაკი დაჯდა ეს და ამაზე აგებს ივანიშვილი ყველაფერს?
კარგით ხალხო ეხლა, მე ვაცხადებ, რომ ამ ხალხისგან განსხვავებით, მე არ ვყოფილვარ არასოდეს კორუმპირებული, ჩემ ოჯახს არ აქვს შემოსავალი, არ შემეძლო შესაბამისი პიჯაკის ყიდვა.
რომელი გირჩევნიათ თქვენ, პრეზიდენტი რომელიც კერძო თვითმფრინავით დაფრინავს და ბევრ ფულს აკეთებს, თუ პრეზიდენტი, რომელსაც სახელმწიფო ინახავს, მაგრამ არავის ფულს არ აპარინებს.
სიტუაცია არის ძალიან კონკრეტული, შევარდნაძე, როცა წავიდა პრეზიდენტობიდან, არაფერი დაუტოვებია, მე გადმომცეს, მინიმუმ 15-20 მილიონი ღირს ის ბიბლია და მითხრეს, რომ შენ გაძლევთ პირადად, მე დავუტოვე ხელნაწერთა მუზეუმს. ყველა საჩუქარი დარჩა საქართველოში.
შევარდნაძეს აგარაკი გადავეცით, მე არა მხოლოდ აგარაკი არ დამრჩენია, როცა დავამთავრე პრეზიდენტობა, რამდენიმე მსხვილი ინვესტორი, რომელსაც ისე გადავყვევით, რომ არაფერი გამოგვირთმევია, მოვიდა ჩემთან და მითხრა, მზად ვარ, უზრუნველვყოთ შენი ცხოვრება საზღვარგარეთ, რადგან ვიცი, რომ ფული არ გაქვს, მე ვუთხარი – მთელი ფული, რის მოცემასაც აპირებ, გადაეცი საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას, რასაც უნდა შევენახე უცხოეთში, მთლიანად ბიბლიოთეკას გადავეცი.
ერთმა ჩემმა მეგობარმა დაბადების დღეზე არაბთა ემირატებიდან, 20 ათასი პალმა მაჩუქა, როგორ ფიქრობთ, თვალი რომ ჩამეპაჭუნებინა, არ მაჩუქებდა თვითმფრინავს ან დიდ ვილას? მაგრამ ძალიან კარგად იცოდნენ, ჩემი მისწრაფებები, ჩემთვის არაფერი მინდოდა.
ყველაფერი, რაც იყო, გადავეცით საქართველოს. ეს არის განსხვავება ჩემსა და ივანიშვილს შორის. ვიდრე მე ვიყავი ხელისუფლებაში, ყველაფერს ვაკეთებინებდი, რაც თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში, კაპიკი არ დაუხარჯია”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.