-
2014-08-08 22:35
გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმცირესობის წევრს დღეს საღამოს წურწუმიას ქუჩაზე თავს დაესხნენ.
„გიორგი კანდელაკი პარტიის ოფისიდან სახლში მიდიოდა, როცა წურწუმიას ქუჩაზე გზა მანქანამ გადაუჭრა, რის შემდეგაც მანქანიდან ერთი პირი გადმოვიდა და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - აღნიშნეს პარტიაში.
მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელი "ქართული ოცნების" აქტივისტი და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ალექსი მელაძეა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრთა განმარტებით, კანდელაკს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული, თუმცა მისი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გახდა.
თემასთან დაკავშირებული მასალები:
-
2016-12-20 00:32
-
2016-12-19 22:06
-
2016-12-19 21:32
-
2016-12-19 11:29