-
2014-08-07 11:24
ევროკავშირი რუსეთის მიმართ ანალოგიურ სანქციებს გამოიყენებს, იმ შემთხვევაში თუკი რუსეთი რაიმე საწინააღმდეგოს მოიმოქმედებს.
„თვალი თვალის წილ - სხვა არჩევანი არ გაქვს",- აღნიშნა ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გერმანიაში, რიჰარდ კიუნელმა.
მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, რუსული ავიაკომპანიების კუთვნილ თვითმფრინავებს ევროპის თავზე ფრენა აუკრძალოს, თუ რუსეთი ევროპულ ავიაკომპანიებს ციმბირის თავზე ფრენების საშუალებას აღარ მისცემს.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი ევროპული ავიაკომპანიებისთვის რუსეთის თავზე ტრანზიტული ფრენების აკრალვას აპირებდა. თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.