
აღნიშნულის თაობაზე განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა გამოცემა „The Financial Times“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
„კომუნიზმის დაშლის შემდეგ, ნატო-ს ძალისხმევა არ დაუშურებია, ურთიერთობები დაემყარებინა მოსკოვთან მისთვის იმაზე მეტი თანამშრომლობის შეთავაზებით, ვიდრე ნატო-ს რომელიმე არაწევრი ქვეყნისთვის.
რუსეთმა კი კანონების უგულებელყოფით, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებითა და სამართალზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დარღვევით უპასუხა", - ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის სტატიაში.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი აღნიშნავს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე "მალაიზიის ავიახაზების" კუთვნილი ბოინგის ტრაგიკულ ჩამოვარდნასთან დაკავშირებული არიან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები.