
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, ილია მეორის მიწვევით, დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სნოში იმყოფებოდა.
„პრემიერმა უწმინდესის მშობლიური სოფელი მოინახულა, ლარსის გამშვები პუნქტი დაათვალიერა და დარიალის ხეობაში ახლად გახსნილი ეკლესია მოილოცა.
დამშვიდობებისას უწმინდესმა ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი ცხენი აჩუქა", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის განცხადებაში.