მაია ფანჯიკიძის ბრალდებებს ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა

Image

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ ელჩებთან შეხვედრაზე არაკორექტული განცხადება  გააკეთა.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე უარყოფს.

 

„დღევანდელ შეხვედრაზე მოვიწვიეთ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება და მის ნაცვლად შეხვედრას ესწრებოდა ზურაბ ჯაფარიძე...

 

მოგვივიდა ცნობა, რომ მანამდე გააკეთა განცხადება და უბრალოდ რომ ვთვათ, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს და თქვა, რომ საქართველოს ელჩები არ უნდა იქცეოდნენ ისე, როგორც რუსეთის ელჩი გაერო-ში ჩურკინი. ეს რომ ჩვენ მანამდე გვცოდნოდა, შესაბამისი რეაქცია გვექნებოდა.

 

მას შემდეგ, რაც მან საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის სესიის წამყვანმა დავით ზალკალიანმა მიუთითა იმაზე, რომ არ შეიძლება ასეთი განწყობით მოდიოდეს პარლამენტის წევრი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე. ზურა ჯაფარიძემ თავის განცხადება უარყო და ინტერპრეტაცია მედიას დააბრალა”, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

თავის მხრივ მედიასთან განმარტება გააკეთა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

„მაია ფანჯიკიძემ განმარტება გააკეთა ისეთი, რომ თითქოს მე შევადარე ელჩები ჩურკინს. მე ეს არ გამიკეთებია.

 

მე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია ჩვენს ელჩებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ მათი განცხადებები და ქცევები არ დაემსგავსოს ვიტალი ჩურკინის ქცევებს და განცხადებებს.

 

ეს განცხადებაც დარბაზში გავუმეორე ყველა ელჩს“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !