
თბილისის საკრებულომ მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების უფროსები და გამგებლები დაამტკიცა.
თბილისის მერის მოადგილეები არიან: ალექსანდრე მარგიშვილი, ნინო ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე.
სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ და „ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის“ წევრებმა განაცხადეს, რომ ისინი თბილისის მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერენ.