
„უფლებადამცველთა გაერთიანების“ ხელმძღვანელის ნიკოლოზ მჟავანაძის თქმით, შეიძლება, სომეხი მოსახლეობაც წააქეზონ პროვოკაციაზე და ფრთხილად ყოფნა საჭიროა.
„7 აგვისტოს მატჩზე აზერბაიჯანელი ფეხბურთელები ჩამოდიან და როგორ უნდა აუკრძალო აზერბაიჯანელ გულშემატკივრებს აქ ჩამოსვლა?
არადა, მაქვს ინფორმაცია, რომ იგეგმება პროვოკაცია ამ შეხვედრაზე, ეს შეიძლება იყოს სტადიონზე რაიმე საგნის სროლა მოწინააღმდეგე გუნდისთვის, ანდა გულშემატკივრების ავტობუსის მიმართულებით ქვების დაშენა, შესაძლოა, შეურაცხმყოფელი სიტყვების სკანდირება: „დააბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები“, მინდორზე გადასვლა და უამრავი სხვა ვარიანტი.
ამიტომ მივმართავ უშიშროების სამსახურებს, რომ საქართველოში, როგორც ჩანს, ძალიან მძლავრად მუშაობენ სპეცსამსახურები, რომლებსაც გარკველწილად ხელს უწყობენ შიდა მტრებიც და ეს ამბავი სერიოზულ დაფიქრებას ითხოვს.
სხვათაშორის, 7-ში მარტო სტადიონზე არ უნდა ველოდოთ ამ პროვოკაციას, შეიძლება, სომეხი მოსახლეობაც წააქეზონ პროვოკაციაზე და ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად.
სტადიონზე მოპირისპირე გუნდების ქომაგები გვინახავს, რომ შელაპარაკებულან და ეს არ არის გასაკვირი, მაგრამ იქ საგანი ყოფილა ფეხბურთი და არა - „ტერიტორიები დამიბრუნე“, - განაცხადა მჟავანაძემ.
„ალია“