რას უწუნებს ირაკლი ღარიბაშვილი ქართულ მედიას

Image

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მედია თავისუფალია, თუმცა მისი მუშაობის ხარისხი დაბალი.

 

 

„დღეს მედია ხელისუფლების ჩარევისგან არის აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ ხარისხი გვაქვს ძალიან დაბალი.

 

თუ არ მოხდა ხარისხის გაუმჯობესება, შედეგი იქნება არაფრის მომცემი - მდარე ხარისხის მედიასაშუალებები გააგრძელებენ სიცრუის ტირაჟირებას, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და არ დაეხმარებიან ქვეყანას და სახელმწიფოს, რომ განვითარდეს და მოსახლეობამდე მივიდეს რეალური ინფორმაცია.

 

სამწუხაროდ, ჩამოყალიბდა წამყვანი ტელეარხის კომპლექსი - თუ ერთი ტელეარხი გააკეთებს ცუდ სიუჟეტს რაიმე თემაზე, დანარჩენმა ტელევიზიებმა უნდა გააკეთონ მასზე უარესი.

 

მათ ჰგონიათ, რომ თუ ისინი დაბალანსებულ ან ობიექტურს გააკეთებენ, ბრალს დასდებენ ხელისუფლების ლობირებაში, რაც აბსურდულია, – უნდა თქვა სიმართლე და თუ სიმართლეს არ იტყვი, მაშინ პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს, რომ სიმართლეს ეუბნები მოსახლეობას. სიმართლის განცდა მათ აქვთ შესუსტებული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პრემიერმა აღნიშნა, რომ მედია მეოთხე ხელისუფლებაა და მან ეს პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს.

 

„ყველას მოსდის შეცდომები, ამ შეცდომებზე უნდა მივუთითოთ. მათაც აქვთ უფლება შეცდომა დაუშვან, მაგრამ ჩვენც გვაქვს უფლება, როცა ისინი შეცდომას მიზანმიმართულად უშვებენ, მივუთითოთ, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ.

 

მათ აქვთ ძლაიან დიდი პასუხისმგებლობა, მედია მეოთხე ხელისუფლებაა და ძალიან მწყინს, რომ ისინი ვერ აცნობიერებენ, მათგან წამოსული სიუჟეტები ადამიანებსა და ბიზნესგარემოზე რომ მოქმედებს.

 

ჩვენ თუ მოქალაქეებს ხელოვნურად შევუქმნით განცდას არასტაბილურობის, დაუცველობის, მაშინ რა გამოდის – რომ ჩვენ ვართ სახელმწიფოში ნეგატიური პროცესების თანამონაწილეები, ანუ ჩვენ გარკვეულწილად ვებრძვით სახელმწიფოს და არ გვსურს მისი გაძლიერება", - აღნიშნა პრემიერმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !