
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა ადვილი გადასაწყვეტი ნამდვილად არ იყო.
„თქვენ ნახეთ, კოდუა სად იჯდა ინტერვიუს დროს? როგორ ცხოვრობენ, რა ფუფუნებაში ცხოვრობენ. ეს ყველაფერი ხელიდან ეცლებათ და აღარ იციან რა გააკეთონ, მაგრამ უკვე გვიანია...
მე არასდროს მეპარებოდა ეჭვი, რომ ბადრი თავისი სიკვდილით არ მომკვდარა! მის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ვიყავი ბადრისთან ლონდონში.
ახალი ჩამოსული გახლდათ ისრაელიდან, სადაც ჯანმრთელობის საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაიტარა, მშვენიერ ფორმაში იყო და არაფერი ეტყობოდა, რომ გულის შეტევით უნდა გარდაცვლილიყო!.. აღარც კი ვიცი, ბადრის გარემოცვიდან ვინ დარჩა ისეთი ადამიანი, ვისაც ბადრის ოჯახში თავაწეულს შეუძლია შესვლა და მისი ოჯახის წევრებისთვის თვალებში ჩახედვა!
ამიტომაც, სულ არ არის გამორიცხული, ბადრისთვის მისი გარემოცვის მეშვეობით გაეკეთებინათ ის, რაც გაუკეთეს! ყველაზე დიდი ეჭვები მაინც ბორის ბერეზოვსკიზე არსებობს, რომლის ხელიდანაც, ჯერ ბოლომდე დაუდასტურებელი ვერსიიით, ბადრისა და კოდუას საუბრის ჩანაწერი სააკაშვილის ხელში მოხვდა...
პატრიარქთან ვიყავი და ბუნებრივია, ამ თემასაც შეეხო საუბარი! უწმინდესმა მხოლოდ ერთი რამ მითხრა- „გულში არ გაივლოო!“ ანუ იმას გულისხმობდა, ერთი წამითაც არ იფიქრო, რომ ბადრი მოკვლას გიპირებდაო! თქვენო უწმინდესობავ, ღმერთმა დამიფაროს ასეთი ეჭვებისგან-მეთქი, ვუპასუხე.
პატრიარქს ბადრი ძალიან უყვარდა და ამ ყველაფრის გამო ძალიან შეწუხდა!.. ხელისუფლებისათვის ნამდვილად არ იყო ადვილი გადასაწყვეტი სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემა...
ამ ფონზე საქართველოს ხელისუფლებამ, ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა“, - განაცხადა ხაინდრავამ.
„ასავალ-დასავალი“.