
ყოფილი დეპუტატის თქმით, ის და პატარკაციშვილი ისრაელში შეთანხმდნენ, რომ კოდუას აღარ შეხვდებოდა.
„კოდუა და მარინა გაბუნია 200 მილიონს ითხოვდნენ ბადრი პატარკაციშვილსგან. მე გამეცინა და ვუთხარი, პირადად მე კაპიკის გადამხდელი არ ვარ. შევუთანხმდები ბადრის, ვკითხავ და პასუხს გადმოგცემთ...
გადავფრინდი ისრაელში, შევხვდი ბადრის, დეტალურად მივაწოდე ინფორმაცია, ბადრის გაეცინა და მითხრა, - რა მადა ჰქონიათ?! 200 მილიონს რაში ითხოვენ?! მე შეიძლება 200 მილიონზე მეტი მიღირდეს ის, რასაც ეგენი აკეთებენ, რომ ქვეყანა მათი საფრთხისაგან დავიცვა, მაგრამ კოდუას 200 მილიონი რაში უნდა მივცე, ეგ ჭკუაზე არის?
ბადრიმ მითხრა, - უნდა შევხვდე, შენ გადაეცი, რომ ამ ფულის მიმცემი ვარ, მე ეგ კაცი სხვა რამეში მჭირდება. სიმართლე გითხრა, ფეხებზე მკიდია ეგ კოდუა, თუ დამიდასტურებს, რომ ჩემს ხელთ არსებულ ჩანაწერში „მასტერას“ ხმაა, რომელიც ჩემს ლიკვიდაციას უკვეთს ჩეჩენ ბოევიკს, ამაში ფულის გადამხდელი ვარ.
ცოტა ხანში ბადრი ჩაფიქრდა და მითხრა, - ხომ არ სჯობია, შენ შეხვდე და შენ მოასმენინო ეს ჩანაწერი და კოდუა შენ ჩაიწერო...
მე ვუთხარი რომ კოდუას ვერ ჩავიწერდი, „ხიტრობს“, არ მხვდება იმ ადგილას, სადაც მე მინდა, ოპერატიული მუშაკია და თვითონაც ექნება ჩამწერი, მე მას ვერ ჩავიწერ და სამაგიეროდ, თვითონ ჩამიწერს-მეთქი...
ჩემთან ამ საქმეზე არ წამოვა. ამაზე ბადრიმ მიპასუხა, - კარგი დაანებე თავი, ერთი მაგის დედაც ვატირეო...
მოკლედ, ისრაელში შევთანხმდით, რომ ბადრი კოდუას აღარ შეხვდებოდა“, - აცხადებს გელბახიანი „კვირის ქრონიკასთან“ საუბრისას.
„კვირის ქრონიკა“