პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, სახელმწიფო პროგრამის – „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სექტემბრიდან ახალი სახალხო პროგრამა ამოქმედდება.
პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონში მიკროსაწარმოების შექმნას ისახავს მიზნად.
საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება მიეცემა, პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან საჩუქრად მიიღოს 5000 ლარამდე ფინანსური დახმარება, ასევე, საგანმანათლებლო და საინფორმაციო მხარდაჭერა, რათა შექმნას მიკროსაწარმო და მოახდინოს მისი თვითდამკვიდრება და განვითარება.