-
2014-07-25 18:45
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა გოგა ხაჩიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მათ მიერ ჩამოთვლილი გარღვევების შედარება შესთავაზა.
„ბატონო ირაკლი, როდემდე უნდა ვითამაშოთ პინგ-პონგი. თქვენ ამბობთ, რომ ვდემაგობოთ. ჩვენ გეუბნებით კონკრეტულ ციფრებს, ამაზე თქვენ აცხადებთ, რომ ეს ყველაფერი არარეალურია და ვდემაგოგობთ.
გთავაზობთ კონკრეტულ პირობას, ზურაბ ჯაფარიძემ თქვენი „ეკონომიკური წარმატების“ ციფრები ჩამოთვალა. მზად ვარ ამ შეხვედრის შემდეგ შევხვდეთ ერთმანეთს და თუ ეს ციფრები ზუსტად ერთი-ერთში არ დადასტურდება, საჯაროდ ვაცხადებ, პარლამენტის მანდატს დავტოვებ და პოლიტიკიდან წავალ საერთოდ.
თუ დადასტურდება, ერთი თხოვნა მექნება, სანამ პრემიერ-მინისტრი იქნებით, ნოდარ ხადური გყავდეთ მინისტრად”, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
პრემიერმა კი უპასუხა, რომ გოგა ხაჩიძის მხრიდან მანდატის დატოვებას არ დაუშვებს.
„ამას ჩვენ არ დავუშვებთ. პარლამენტი თქვენს გარეშე საინტერესო აღარ იქნება”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.