
პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო უმცირესოსასთან შეხვედრაზე ე.წ. კანონიერი ქურდების საკითხი წამოიჭრა.
ჩიორა თაქთაქიშვილმა პრემიერ-მინისტრს კახა კალაძისა და კანონიერი ქურდის, „ტაივანჩიკას“ ერთობლივი ფოტო უჩვენა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა, რაზეც დარბაზში მყოფმა ენერგეტიკის მინისტრმა თავად გასცა პასუხი.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ის ფეხბურთს თამაშობდა, მასთან ფოტოს გადაღების სურვილს ბევრი გამოთქვამდა და ისიც თანხმდებოდა. იგი ვერავის გამოიკითხავდა, ვინ ვინ იყო.
ვიცე-პრემიერმა გაიხსენა, რომ მასთან ფოტოს გადაღება სურდა გოგა ხაჩიძესაც და დეპუტატს შესთავაზა ფოტო ერთად გადაეღოთ, რაზეც გოგა ხაჩიძემ თანხმობა განაცხადა.