
პრემიერმა, საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე მინისტრობის ყველა კანდიდატი სათითაოდ დაახასიათა და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ისინი ხალხის ნდობას გაამართლებენ.
„ახალი მინისტრების შერჩევისას მე გავითვალისწინე ახალი რეალობა და შევარჩიე ისეთი კანდიდატები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, უპასუხებენ ყველა იმ მოთხოვნას, რომლებიც თან ახლავს ახალ გამოწვევებს, და წარმატებით გაუძღვებიან იმ დარგებს, რომლებსაც მათ ვაბარებთ", - განაცხადა ღარიბაშვილმა.