
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, არჩევნებში მეორე ტური და ხალხის პასიურობა დამაფირებელია.
„ჩემთვის მეორე ტური მოულოდნელი და მიუღებელი იყო. ამის საფუძველს არც ამომრჩეველთან შეხვედრები იძლეოდა. ხალხის ეს პასიურობა ჩვენთვისაც დამაფიქრებელია და ამ მიზეზების კვლევაა საჭირო. ხალხის ნაწილი ჩვენზე გაბრაზებულია, ნაწილი გაგვებუტა და ესეც ბუნებრივია.
ახლაც მხვდებიან და მეუბნებიან, ხმა განგებ არ მოგეცითო. ზოგი ამბობს პირველ ტურზე არ ვიყავი, მაგრამ მეორეზე მოვალო. ცოტა ტრაგიკომიკური და კურიოზულია, რომ “ნაციონალების” კანდიდატის მეორე ტურში გასვლა სწორედ ამ პასიურობამ განაპირობა. ეს არჩევნები ნაციონალების მოშორების მესამე რაუნდი უნდა ყოფილიყო.
ამ პარტიისთვის წერტილი უნდა დაგესვა და როგორც ჩანს, მრავალწერტილი დავუსვით. ეს ჩვენი ბრალიცაა – ხალხს კითხვები უჩნდება. რაღაც გადაწყვეტილებებს ვაგვიანებთ, რაღაცეებს მეტისმეტად სწრაფად ვიღებთ. მაგალითად, ნაადრევად ვენდეთ „იმედის“ ეგზიტპოლებს და ნაადრევად გავხდენით შამპანური. ეს კარგი არ იყო, არადა, სხვა ეგზიტპოლების ნახვისას კითხვა გამიჩნდა, ხომ არ ვჩქარობთ-მეთქი“, - აცხადებს ქანთარია.
„ვერსია“