
აღნიშნულის თაობაზე „პირველ რადიოსთან“ საუბარში „რეაქციის“ წამყვანმა, ინგა გრიგოლიამ განაცხადა.
ჟურნალისტის აზრით, არც ერთი პოლიტიკური პარტია მედიას საკუთარი პირობებით არ უნდა ელაპარაკოს.
„თუ ის გადაწყდა, რომ საბოლოოდ არც ერთი ტელევიზიის ტერიტორიაზე არ იქნება და ამასთან თუკი გადაწყდა, რომ მას ჟურნალისტიც კი არ წარუძღვება, არამედ ვიღაც საზოგადოებისთვის ცნობილი, თუ გამოჩენილი პიროვნება, ეს ჩემთვის არის ღიმილის მომგვრელი.
საერთოდ არ მიმაჩნია, რომ საკუთარი პირობებით უნდა ელაპარაკებოდეს რომელიმე პოლიტიკური პარტია არჩევნების წინ მედიას, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ხელისუფლების გუნდზე.
ჩემთვის ეს არის უცნაური გადაწყვეტილება, თუმცა მე მაინც ოპტიმისტი ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ მას მერე, რაც გაიმართება დებატები ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ისინი მიხვდებიან, რომ არ არის სწორი ეს გადაწყვეტილება და მიიღებენ ტელევიზიების მიერ შეთავაზებულ დებატებში მონაწილეობას.
მე ვერ ვხვდები, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩემი გამოცდილებიდან რაც ვნახე, დავით ნარმანიას არ აქვს დებატების პრობლემა და ვინ უწყვეტს მას, რომ ეს უნდა ჩატარდეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე და დამატებით თურმე ჟურნალისტმაც კი არ უნდა წაიყვანოს, ეს არის ჩემთვის ძალიან დამაბნეველი და პასუხი ამ შემთხვევაში არ მაქვს, ჩვენ ყველა ვარიანტში ვაშუქებთ ამ მეორე ტურამდე წინასაარჩევნო კამპანიას და მათი სურვილი როგორც იქნება, უნდათ მიიღონ მონაწილეობა, უნდათ - არა.
მე ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, როდესაც პოლიტიკური პარტია ასეთ პირობებს უყენებს მედიას. მე მაქვს ჩემი გადაცემა, მე მაქვს პირდაპირ ეთერში წმინდა პოლიტიკური თოქ შოუ, ჩვენ შევთავაზებთ და თუ კანდიდატები დათანხმდებიან ამ დებატებზე, მე მივიღებ მონაწილეობას, როგორც გადაცემის წამყვანი.
მსგავსი ტიპის ნეიტრალურ ტერიტორიაზე ჩატარებულ დებატებში მე ჩემს როლს ვერ ვხედავ, მითუმეტეს, თუკი ჟურნალისტმაც არ უნდა წაიყვანოს ეს შეხვედრა. „იმედი“ მიიღებს გადაწყვეტილებას საბოლოოდ რა ფორმით მოხდება ამ დებატების გაშუქება და ჩემი მონაწილეობა მხოლოდ „რეაქციით“ განისაზღვრება,“ - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=28372