
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიების საქმეში პროგრესი არის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "პოლიტიკის დროში" განაცხადა.
მისი თქმით, ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის ფაქტის გამოძიებით ის ბოლოს დაახლოებით ათი დღის წინ დაინტერესდა.
"დაახლოებით ათი დღის წინ მე კიდევ ერთხელ დავინტერესდი ამ საქმით. რეგულარულად ვინტერესდები. პროგრესი არის, მაგრამ არა გადამწყვეტი, მე ვერ ვიტყვი, რომ საქმის გახსნამდე ცოტაღაა დარჩენილი, თუმცა როგორც ვიცი, გარკვეული პროგრესი არის. ეს არ არის ის კონდიცია, რომ ვთქვათ ცოტაა დარჩენილი საქმის გახსნამდე", - აღნიშნა უსუფაშვილმა.