გიგი უგულავა: ,,მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულოთ ეს კომედია და გამაქვს ჩემი შუამდგომლობა"

Image

თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებულმა  მერმა გიგი უგულავამ უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოდან გაიტანა. 

 

 

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე ჩემს შუამდგომლობასთან დაკავშირებით, სასამართლო სხდომა კიდევ ერთხელ გადაიდო.

 

სიტუაცია უკვე სრულიად კომიკურია და სასაცილო მდგომარეობაში აყენებს საქართველოს მთავრობასა და პროკურატურას. სასამართლო მთავრობის გააფთრებულ ზეწოლას განიცდის, რომ მოსამართლემ არ გამოიტანოს ერთადერთი შესაძლო გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით აღადგინოს პირდაპირი წესით არჩეული მერი.

 

ხელისიუფლება პანიკაშია და ისიც კი ვერ გაუცნობიერებია, რომ ჩემთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და ასევე ქვეყნისთვის, იმას კი არ აქვს მნიშვნელობა მე, გიგი უგულავა ერთი კვირით შევალ თუ არა ოფისში, არამედ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ყველა არჩეული პირი გათავისუფლდეს მთავრობის აღვირახსნილი მცდელობისგან პროკურატურის საშუალებით, გზიდან ჩამოიცილონ არასასურველი ოპონენტები.

 

რამოდენიმე კვირის განმავლობაში, სასამართლო პროცესებზე პროკურატურის არ დასწრება, სახელმწიფოს უსუსურობა და ინსტიტუტების აბუჩად აგდება ნამდვილად რთულად საყურებელია ჩვენთვის, ვინც წლების განმავლობაში, ამ სახელმწიფოს ძლიერებისა და ფუნდამენტის ჩაყრისთვის ყველაფერი გავაკეთეთ.

 

ამიტომ მე მივიღე გადაწყვეტილება, დავასრულოთ ეს კომედია და გამაქვს ჩემი შუამდგომლობა.

 

თბილისელები არჩევნების მეორე ტურში თავად აირჩევენ თბილისის მერს და საკონსტიტუციო სასამართლოს წყალობით, უკანონოდ ვეღარავინ შეაჩერებს არჩეულ პირთა უფლებამოსილებას.

 

ჩემმა შუამდგომლობამ უკვე გამოიღო შედეგი - თვეზე მეტია პროკურატურა გარბის პროცესიდან, რომ არ დადგეს ყველასთვის გასაგები შედეგი.

 

ამით სამთავრობო ზეწოლისგან და პირდაპირი აბუჩად აგდებისგან ვათავისუფლებ სასამართლოსაც და იმედი მაქვს, მომავალში, თუ საქმე სხვა არჩეულ პირებს შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მყარი ფუნდამენტი იქნება სასამართლოს არაორაზროვანი და სამართლიანი პოზიციისა", - აცხადებს უგულავამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !