
საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულობა შეაფასა, მერობის კანდიდატზე ისაუბრა და ქვეყნის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
ელისაშვილის განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდი მისთვის ნორმალურად წარიმართა და არც გაყალბების მცდელობა შეუმჩნევია ვინმესთვის. რადგან არჩევნები საბურთალოზე, სწორედ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირს მოუგო.
რაც შეეხება მეორე ტურს თბილისის მერის პოსტზე, მისი თქმით, დავით ნარმანიას წარდგენა მერის კანდიდატად, არადემოკრატიულად მოხდა.
„ერთი ადამიანის დამოკიდებულებით წარმოგვიდგინეს ქალაქის მერობის კანდიდატი. პრაიმერი ჩატარებულიყო, რამდენი პარტია შედის კოალიციაში. შეიძლებოდა უკეთესად ყოფილიყო.
ეს შედეგები, მეორე ტური რაზე მეტყველებს - "ქართულ ოცნებას", ყველას დაავიწყდა ხალხის პრობლემები. შავ ჯიპებში რომ ჩასხდებიან, მინისტრის კაბინეტიდან მთაწმინიდის ფუნიკულიორის რესტორნამდე აღარ ჩანს ხალხის პრობლემები", - განაცხადა ელისაშვილმა.
http://primetimenews.ge/?page=3&news_id=30551&c=2