როგორ ამტკიცებს პრემიერმინისტრი, რომ „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 6%-ზე მეტი არაა (ვიდეო)

Image

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი, სინამდვილეში, მხოლოდ 6%-ია.

 

 

„მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ეს ისტორიული არჩევნები და მადლობა გადავუხადო ჩვენს უცხოელ პარტნიორებს ობიექტური და ღირსეული შეფასების გაკეთებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ხელისუფლება ძალიან აფასებს და ყოველთვის გრძნობს საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას. პრემიერ-მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც მისი შეფასებით, ძალიან კარგად იმუშავა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პრაქტიკულად ყველგან გაიმარჯვა და ყველა საკრებულოში აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა.

 

„საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებიდან, რომელთა საერთო რაოდენობა არის 1049 კანდიდატი, 881 მაჟორიტარი არის კოალიცია „ქართული ოცნების“ , რაც დაახლოებით 77, 4%-ია. დანარჩენი კი არის სხვა დანარჩენი ოპოზიციის და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი კანდიდატები.

 

რაც შეეხება იმ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც მეორე ადგილის პრეტენზია აქვთ, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ მაჟორიტარი კანდიდატებიდან მხოლოდ 6,1%-ის გაყვანა შეძლეს. ეს არის ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მათი რეალური რეიტინგი არის 6%“, - აღნიშნა პრემიერმა.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !