
როგორც „ასავალ-დასავალი “ წერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გათავისუფლება ამომრჩევლისთვის ღია ტექსტით იმის თქმას ნიშნავდა, ჩვენს გუნდში ყველაფერი მთლად კარგად ვერ არის და კარგად დაფიქრდი, იქნებ არც ღირს „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემაო!..
„...მოეცადა ამ დალოცვილს ორი-სამი დღე და არჩევნების დასრულების შემდეგ გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან ვანო მაჭავარიანიც და ლაშა აბაშიძეც!
პიარტექნოლოგიების დიდი ცოდნა ნამდვილად არ სჭირდება იმას, რომ არჩევნებამდე ორი დღით ადრე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორი მაღალჩინოსნის თანამდებობიდან გათავისუფლება დიდი ცისტერნით წყლის დასხმაა მოწინააღმდეგის წისქვილზე! ეს ხომ ამომრჩევლისთვის ღია ტექსტით იმის თქმას ნიშნავდა, ჩვენს გუნდში ყველაფერი მთლად კარგად ვერ არის და კარგად დაფიქრდი, იქნებ არც ღირს „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემაო!...
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ყოფნისას გიორგი მარგველაშვილი კიევში მყოფ მიხეილ სააკაშვილსაც შეხვედრია პირისპირ!...
ჰოდა ძვირფასო მკითხველო, ახლა თავად განსაჯე, 13 რიცხვში გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო საჩუქარი ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“ გაუკეთა თუ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალურ მოძრაობას“?!“, - წერს გამოცემა.
„ასავალ-დასავალი“