
როგორც „სამოქალაქო პრესა“ წერს, თბილისის #28 საარჩევნო უბანზე ხანშიშესულმა მამაკაცმა ბილეტენზე სასურველი ნომერი ვერ იპოვა, ის 14 ნომერს ეძებდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ მას #41-ის შემოხაზვა უნდოდა.
#26 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის საშუალება არ მიეცა პარტია „მშრომელთა საბჭოს“ მაჟორიტარობის კანდიდატს რევაზ გოგიძეს. როგორც აღმოჩნდა, მის პირადობის მოწმობას ვადა ჰქონდა გასული.
რუსთავის #32-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიანი სია საჯაროდ არ იყო გამოკრული, ამავე უბანზე ძაღლი შევიდა და გარეთ ვერ გაჰყავდათ.
ნუცუბიძის პლატოს მესამე მიკრორაიონის 59-ე საარჩევნო უბანზე მისულ მამაკაცს სიაში საკუთარის ნაცვლად, ქალის ფოტო დახვდა. სხვა დანარჩენი პირადი მონაცემები საარჩევნო სიაში არსებულ მონაცემებს ემთხვეოდა.
http://cp.ge/ge/statiacci.php?ID=19001