
ქუთაისში, "არასაპარლამენტო ოპოზიცია" აკრძალულ წესს იყენებს. ქუთასის 26-ე საუბნო საარჩევნო კომისიის ეზოში "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მანქანა პარტიის პლაკატით დგას.
აღნიშნულთან დაკავშირებით "არასაპარლამენტო ოპოზიციის" მაჟორიტარი კანდიდატი, ივანე კაპანაძე განმარტებას აკეთებს. " მე არანაირად არ ვარღვევ კანონს, კარგად მაქვს წაკითხული საარჩევნო კოდექსი. საარჩევნო უბანი იწყება იქ, სადაც აბრა არის ამ უბნის გაკრული და სადაც მიმდინარეობს კენჭისყრა, ეს არის ჩვეულებრივი ადგილი, სადაც რასაც მინდა, იმას გავაკეთებ", - განაცხადა კაპანაძემ.