
"ვნახეთ, როგორ ფაფარაშლილი ლომივით იდგა უგულავა, ხომ ნახეთ რას შვებოდნენ "ნაციონალები"? როგორც წარმოგიდგენიათ თქვენ, 75-მა "ნაციონალმა" მოხსნა კანდიდატურა და ლომივით უგულავამ ვერაფერი მოახერხა?"- განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერ–მინისტრმა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ.
ივანიშვილი ფიქრობს, რომ სიმართლე არაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ,,ნაციონალური მორაობის“ 75 ზე მეტმა კანდიდატმა თვითმარტველობის არჩევნებზე კანდიდატურა ზეწოლის გამო მოხსნა.
"დაუჯერებელია. ორი არასამთავრობო ორგანიზაცია და ორი ტელევიზია ამას აფორმებს, მაგრამ ამით ვერ შეუცვლიან დამოკიდებულებას საქართველოს მოსახლეობას. დღეს ვნახავთ, რომ ასე იოლი არ არის ქართველი ხალხის მოტყუება.
მუდამ ვუკიჟინებდი ძველ მთავრობას, დღევანდელ ოპოზიციას, რომ არა სიცრუით, არამედ სიმართლით, სწორი გზა უნდა ვაჩვენოთ და უკეთესი გზების ჩვენებით ვაჯობოთ ერთმანეთს"- აღნიშნა ივანიშვილმა.
ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებელმა ხმა ნატანებში 61-ე უბანზე მისცა.