
"ქართული ოცნების" შტაბს დისციპლინა აკლია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მარნეულში წინასაარჩევნოდ განვითარებული მოვლენევბის შეფასებისას განაცხადა.
"დისციპლინა აკლია "ქართული ოცნების" შტაბს, თუმცაღა ესეც დემოკრატიულობაა. ასე გადაწყვიტა შტაბმა და ესეც ნორმალურია. ესეც მაჩვენებელია თუ გნებავთ იმის, რომ ჩვენს ქვეყანში დემოკრატიაა.
მადლობა ღმერთს, რომ სასამართლომ დამოუკიდებლობა აჩვენა. მეც მქონდა შეკითხვები არ დაგიმალავთ. არ მქონდა დიდი კმაყოფილება, მაგრამ ყველაფერი დალაგდა. არ არსებობს ხელისუფლება და არ არსებობს მთავრობა, რომელსაც შეცდომები არ მოსდის. მაგრამ არ უნდა მოსდიოდეს დიდი შეცდომები და ეს არ უნდა იყოს კატასტროფა", - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრემიერმა.
ბიძინა ივანიშვილმა ხმა ნატანებში 61-ე უბანზე მისცა.
ფოტო: ipn