
გაზეთი „ქართული სიტყვა“ თადარიგის ოფიცრის, კონსტანტინე ფორჩხიძის ინტერვიუზე დაყრდნობით წერს, რომ ლევან ვასაძეს, ასლან აბაშიძეს და მიხეილ მაჭავარიანს საერთო ინტერესები აერთიანებთ.
მისი თქმით, 8 წლის წინ, მოსკოვში, რუსი განგსტერის, გარი ლუჩანსკის აგარაკზე საიდუმლო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ზემოხსენებული სამი ქართველის გარდა, კიდევ ერთი ქართველი, რუსეთში მოღვაწე მხატვარი ზურაბ წერეთელი მონაწილეობდა.
„სხადნიაკს“, რომელზეც თურმე მიხეილ სააკაშვილის შემცვლელად ლევან ვასაძის კანდიდატურას განიხილავდნენ, მოსკოვის იმჟამინდელი მერი იური ლუჟკოვიც ესწრებოდა…
კონსტანტინე ფორჩხიძე ამბობს, რომ ლევან ვასაძის რუსი პარტნიორები საბჭოთა „კა-გე-ბესა“ და რუსეთის „ეფ-ეს-ბეს“ ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები არიან. ამასთან, პუტინის რუსეთში ფულს, მით უმეტეს, დიდ ფულს, სპეცსამსახურების მფარველობის გარეშე ვერ იშოვი.
კითხვაზე, რატომ ცდილობს ბიზნესში წარმატებული ვასაძე ქართულ პოლიტიკაში გააქტიურებას, - უსაფრთხოების ექსპერტმა უპასუხა, რომ ერთ-ერთი ვერსიით, ვასაძე რუსეთისთვის სათადარიგო პროექტია.
http://kvira.ge/?p=51824