პრემიერი - BBC-ს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე: „უნიკალური მიდგომა გვაქვს, ვფიქრობ, იდეალურ ბალანსს მივაგენით“ (ვიდეო)

Image

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა BBC WORLD NEWS-ს ინტერვიუ მისცა, რომლის ქართულ თარგმანს გამოცემა „ტაბულა“ აქვეყნებს.

 

„აფხაზეთის ხმა“ უცვლელად გთავაზობთ ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს, რომელიც „ტაბულამ“ თარგმნა:

 

BBC: შიშობთ თუ არა, რომ შესაძლოა სამხრეთ ოსეთიც ყირიმის გზას დაადგეს და რუსეთის ფედერაციამ შთანთქას?

 

ირაკლი ღარიბაშვილი: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სრულიად განსხვავებული ვითარებაა. დიდი შეცდომაა ყირიმისა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შედარება. ამ დე ფაქტო, ე. წ. სახელმწიფოებს დამოუკიდებლობის მოპოვება უნდათ, ასე არ არის? რუსეთმა ამ ორი დე ფაქტო მთავრობის, დე-ფაქტო სახელმწიფოს დამოუკიდებლობა 2008 წელს აღიარა, ომის შემდეგ.

 

მას შემდეგ არანაირი პროგრესი არ ყოფილა. ეს ორი ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაშია საქართველოს მთელი არსებობის მანძილზე. როგორც ვიცი და ჩვენი ანალიზის მიხედვით, რუსეთს არ აქვს ორი დე-ფაქტო ტერიტორიის, დე ფაქტო მთავრობების ანექსიის განზრახვა.

 

BBC: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ თქვენ ხელს მოაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, ამას სერიოზული შედეგები მოყვება. როგორ გესმით ლავროვის გაფრთხილება?

 

ირაკლი ღარიბაშვილი: პირველ რიგში, როდესაც ჩვენ ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ სრულიად შევცვალეთ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. როგორც იცით, წინა ადმინისტრაციას, სააკაშვილის ადმინისტრაციას განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდა რუსეთისადმი, ისინი ძალიან რადიკალურ პოლიტიკას ატარებდნენ. ჩვენ არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯი გადავდგით დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით. ჩვენ ეს ძალიან კარგად გავაკეთეთ - დავნიშნეთ პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან აწარმოებს მოლაპარაკებებს და ჩვენ დიდ წარმატებას მივაღწიეთ.

 

სატრანსპორტო კომუნიკაცია, ვაჭრობა - რუსეთმა თანდათანობით გახსნა ბაზარი ქართული პროდუქციისთვის, ქართული ღვინისთვის, მინერალური წყლისთვის, ახლახან, სულ რაღაც ორი კვირის წინ, მათ ბაზარი გაუხსნეს სასოფლო სამეურნეო პროდუქციასაც. ვფიქრობ, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვსურს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება. ერთი თვის წინ, რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენლემა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პროცესში.

 

BBC: ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენ შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ იქ, სადაც უკრაინამ ეს ვერ შეძლო? ევროკავშირთან ასოცირების პარალელურად, რუსეთთან მყარი ურთიერთობების განვითარებას შეძლებთ?

 

ირაკლი ღარიბაშვილი: მე ვფიქრობ, საქართველოს უნიკალური მიდგომა აქვს. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენი ევროპული კურსის დემონსტრირება, როდესაც ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება მოხდა გასული წლის ნოემბერში ვილნიუსში. მაშინ ეს პროცესი შეუქცევადი გახდა. ამავდროულად, ჩვენ ვცდილობთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას.

 

ვფიქრობ, ჩვენ ძალიან საინტერესო პრეცედენტს, მაგალითს ვქმნით, ერთი მხრივ ჩვენ ვცდილობთ ევროკავშირში გაწევრიანებას და ივნისში, 27 ივნისს ხელს მოვაწერთ ასოცირების შეთანხმებას. მეორე მხრივ, ვახდენთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას. ვფიქრობ, ჩვენ იდეალურ ბალანსს მივაგენით.

 

BBC: ანუ თქვენ პრეცედენტს ქმნით, რომელსაც შედარებით პატარა სახელმწიფო, მაგალითად მოლდოვა და შედარებით დიდი სახელმწიფო - უკრაინა შეიძლება გაყვეს? თქვენ ძალიან თავდაჯერებული ჩანხართ.

 

ირაკლი ღარიბაშვილი: დიახ, მე დარწმუნებული ვარ. ჯერჯერობით, საწინააღმდეგო ნიშნებს ვერ ვხედავ.

 

BBC: და საქართველოს NATO-ში ინტეგრაციაზე რას იტყვით? საქართველოს სწრაფვა ნატოსკენ 2008 წლის ომის მიზეზი გახდა. ფიქრობთ, ეს ძალიან შორს მიმავალი გეგმაა?

 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვთქვით, რომ საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია შეუქცევადი პროცესია. ჩვენ არ ვართ მიამიტები და ვხვდებით, რომ ამას დრო სჭირდება. საქართველომ ამ მხრივ უზარმაზარ პროგრესს მიაღწია. ამას NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა აღნიშნავს.

 

ჩვენ ჩავატარეთ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. 2012 წელს გვქონდა საპარლამენტო არჩევნები და 2013 წელს ჩავატარეთ უპრეცედენტო საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორები ვართ ავღანეთის ოპერაციაში, ISAF-ის მისიაში და 2014 წლის შემდეგაც ვრჩებით.

 

BBC: შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას რაც შეეხება. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა რომ ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ინტერესებს დაიცავს, რომ ის არ დაუშვებს რუსეთის შემდგომ ექსპანსიას. როგორ დაახასიათებდით თქვენს ურთიერთობას ობამას ადმინისტრაციასთან?

 

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოსა და ვაშინგტონის ურთიერთობებს გულისხმობთ? მე ძალიან წარმატებული ვიზიტი მქონდა ვაშინგტონში. მე მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ობამასთან, ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენთან, სახელმწიფო მდივან კერისთან. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს ვაშინგტონთან. შეერთებული შტატები ჩვენი მთავარი პარტნიორია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ ვინარჩუნებთ მჭიდრო კავშირებს მათთან.

 

მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენი სურვილი, გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ხელს არ უშლის ჩვენს სურვილს, მოვახდინოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება. ვფიქრობ, მშვიდობიანი და სტაბილური საქართველო, მშვიდობიან და სტაბილურ რეგიონს ნიშნავს, იმიტომ რომ საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა აქვს. ვფიქრობ, ყველა დაინტერესებული უნდა იყოს ამ რეგიონში სტაბილურობით.

 

წყარო

 

ბმული ვიდეოზე "ფეისბუქში"

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !