-
2014-06-11 15:14
კალაძის ბრალდებები ოპოზიციური ბლოკის გაძლიერებით არის განპირობებული და ახალ ხელისუფლებას გზა 26 მაისმა გაუმარტივა,- ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, კახა კალაძე აჭარაში მოსახლეობასთან შეხვედრისას დარწმუნდა, რომ ,,ქართული ოცნების“ მთავარი ოპონენტი არის სწორედ მისი კოალიცია. ბურჯანაძე ფიქრობს, რომ კალაძე სწორედ ამიტომ გადავიდა აგრესიულ პოლიტიკაზე და შეეცადა ასეთი ბრალდებებით დაეკნინებინა კონკურენტი კოალიცია.
,,ბატონომა კახი კალაძემ, რომელიც სწორედ ამ ადამიანების სისხლზე და ცრემლზე მოვიდა ხელისუფლებაში შეურაცხყოფა მოგვაყენა, ეეს ადამიანები იქ იდგნენ, როცა კალაძე იტალიაში ნებივრობდა.
ის სიტყვასიტყვით იმეორებს იმ ერთადერთი კაცის განცხადებას ჩემს მიმართ, რომელიც გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა, ამით კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ეს ერთი გუნდია და ერთნაირად აზროვნებენ,“- განაცხადა ბურჯანაძემ.
ვიცე პრემიერის კახა კალაძის განცხადებით, 26 მაისს აქციის დარბევისას, ბურჯანაძის ესკორტი შსს-მ კორიდორში გაატარა, ბურჯანაძემ აქციის მონაწილეები რუსთაველზე სპეცრაზმის პირისპირ მიატოვა.