-
2014-06-06 17:28
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დღეს ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეჭრასტან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"დღეს, 6 ივნისს დაახლოებით 16:00 სთ-ზე „ქართული ოცნების" 100-მდე აქტივისტი შეეცადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ოფისში შეჭრას. ქართული ოცნების მაისურებში გამოწყობილ აქტივისტებს, რომელთა შორის იყვნენ საჯარო მოხელეებიც, მეთაურობდნენ კოალიციის ზუგდიდის ორგანიზაციის აქტივისტები და ლიდერები თენგო აბულაძე და მანუჩარ მალანია, ახალსოფლის თვითმმართველობის სპეციალისტი ბესო კოზუა.
ოფისში შეჭრის მცდელობისას მათ ფიზიკური შეურაცხყოფა და სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატს სალომე მაქაცარიას. ამ მომენტისთვის ქართული ოცნების აქტივისტები განლაგებულნი არიან ჩვენი ოფისის გარე პერიმეტრზე", - ნათქვამია ენმ-ს განცხადებაში.