-
2014-06-06 12:47
თბილისის უფლებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა მარნეულში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას ბოდიშს უხდის.
როგორც უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა , რაც მარნეულში გუშინ მოხდა თავადაც არ მოსწონს.
"საღამოს ვნახე ჩემი თავი, თვითონ არ მომეწონა, ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, ყვირილი და ხმამაღალი საუბარი ლამაზი არ არის, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან ასეთ ხდება ხოლმე", - განაცხადა უგულავამ.
როგორც უგულავა აცხადებს, მარნეულში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გამოძიებაა ჩასატარებელი.
"გამოძიება უნდა ჩატარდეს თუნდაც უსუფაშვილის საკითხზე, ასევე იმაზე თუ ვინ ურეკავდა გია ასანიძეს წუთში ერთხელ", - აღნიშნა უგულავამ.