-
2014-06-04 12:28
საქართველოს პრემიერმინისტრმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გაოცებულია ზოგიერთი მედიასაშუალების მუშაობით, რომლებიც „ნიუსებს ავარიით იწყებენ“. მისი თქმით, ადრე დანაშაული ხდებოდა, მაგრამ არ შუქდებოდა, ახლა კი სიტუაცია შეიცვალა.
„მე პირდაპირ გაოცებული ვარ. ყველა ქვეყანაშია კრიმინალი. ის, რომ ოჯახში მოხდა ძალადობა და მეგობარმა მეგობარი მოკლა ამის პრევენცია შეუძლებელია, მაგრამ ამის გაშუქება დიდი უსამართლობაა, რადგან ამ ყველფრით დაძაბული ფონი იქმნება.
ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ის პასუხისმგებლობა, რაც ყველას გვაკისრია ქვეყნის წინაშე. ახლა ნიუსებს იწყებენ ავარიით. ადრე ეს არ ხდებოდა, რეალური სტატისტიკა არ არსებობდა. რეალობა კი აბსოლუტურად განსხავებულია“, - აღნიშნა პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე.