
„რაც შეეხება „ნაციონალებს“, მათი რეიტინგი ყოველდღე ეცემა. ყველა კვლევით, მათ აქვთ 5-6%, 5%. ანუ, მათ საარჩევნო ნომერზე ჩამოვიდა მათი რეიტინგი, სიმბოლურად“, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ეს ყველანაირი კვლევებით დადასტურებულია“. პრემიერმინისტრი მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი პერსპექტივა არა აქვს.