„ქართული ოცნების“ აქტივისტი: „თუ გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი გახდება, რევოლუცია სწორედ აჭარიდან დაიწყება“

Image

დღეს თამარ თაბუკაშვილი ხელისუფლების მიერ გადადგმულ არასახარბიელო ნაბიჯებს დაუფარავად აკრიტიკებს.

 

 

- კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, მით უმეტეს აჭარაში, იმდენი მანკიერება ხდება, რომ მტრისას! ამიტომ მინდა, მათ მიმართ ჯანსაღი კრიტიკა რაც შეიძლება ბევრი იყოს. ადამიანი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი რიგებიდან გამოაგდო, დღეს „ქართული ოცნების“ სრულუფლებიანი წევრია.

 

ეს არის გიორგი ერმაკოვი, რომელიც  „ქართულმა ოცნებამ“ ბათუმის მერობის კანდიდატად მოგვივლინა... სანამ „ოცნებაში“ შეძვრებოდა,  „თეგეტა მოტორსში“ მუშაობდა და იქაც სცემეს და გამოაგდეს...

 

ჩვენი ხელისუფლება ხალხის უკმაყოფილებამ ისე შეაშინა, რომ მგონია, ერმაკოვი პოლიციური სისტემის დასამყარებლად და ამ გზით ადამიანების სამართავად სჭირდება...

 

როდესაც გსურს, ქალაქის მერი ზონდერ-ოფიცერი გახდეს, რომელსაც არანაირი დამსახურება არ აქვს აჭარელთა წინაშე და პირიქით _ დანაშაულები აქვს ჩადენილი, უკვე ყველაფერი ნათელია. ეს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი იყოს ნორმალურ მდგომარეობაში. ინფრასტრუქტურა მთლიანად მოშლილია და რას ელოდებიან, არ ვიცი. დავუშვათ, ტურისტები წელს მართლაც ჩამოვლენ, მაგრამ ბათუმში ისეთი მდგომარეობაა, გაისად აღარ გაუჩნდებათ ეგ სურვილი.

 

ზღვას თავი რომ დავანებოთ, ტბები საშინელ მდგომარეობაშია, სიახლოვეს ვერ გაივლი, ისე ყარს. არდაღანის ტბას ისეთი სუნი ასდის, გაიგუდები. ქუჩები მოუწერიგებელია, მხოლოდ აქა-იქ კეთდება და წარმომიდგენია, ამაში მერია რა ფულს ათეთრებს. აჭარაში თვითონ „ნაციონალები“ ამბობენ, ჩვენთვის სულერთია, ამ არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს - ჩვენი თუ „ოცნების“ კანდიდატი, რადგან ორივე ჩვენი კაციაო.

 

- ეს ვინ თქვა?

 

- „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნოდარ დუმბაძემ. რაც მთავარია, მან ეს სოციალურ ქსელში დაწერა. 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილს ვახლდით სოფელ ბეშუმში, სადაც ქვები და ფიცრები დაუშინეს, ძლივს გამოვიყვანეთ სამშვიდობოს.

 

ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო ძალოვანი სისტემის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მინდია ყურშუბაძე. ის დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მაღალმთიან აჭარაში ძალოვანი სტურქტურების ხელმძღვანელად დანიშნა. ეს ადამიანები უნდა დასჯილიყვნენ, მაგრამ მოხდა პირიქით - ახალმა მთავრობამ დააწინაურა. არადა, ყურშუბაძის წინააღმდეგ მაშინვე აღიძრა საქმე, მაგრამ, როგორც კი ხელისუფლების სათავეში „ოცნება“ მოვიდა, გამოძიება შეჩერდა. ერთ რამეში დავრწმუნდი: საბოლოოდ ყველა პარტია სექტად ყალიბდება და არ მსურს სექტანტი ვიყო.

 

- ბათუმის მოსახლეობა დაშინებულია, ყველა გაურბის საჯაროდ რამის თქმას...

 

- რა ქნან? იტყვიან რამეს და შინ მიაკითხავენ ან ტელეფონზე დაურეკავენ და გააფრთხილებენ... ამას «ქართული ოცნების» ძველი აქტივისტები აკეთებენ. ჩემთან არავის დაურეკავს, რადგან იციან, ჩემი გაჩერება არც ისე იოლია. ვიცი, ჩემს ტელეფონს უსმენენ, მაგრამ მისმინონ, რასაც ვამბობ, იმაზე პასუხს ვაგებ.

 

თუმცა შევიტყვე, „ოცნების“ წარმომადგენლებს ჩემზე უთქვამთ, ჯერ დავასაქმოთ და შემდეგ გავაფუჭოთო. არადა, ბოლო ხანს არაერთხელ მომხდარა ადამიანების ე. წ. გაფუჭება. მაგალითად, შარშან ხელვაჩაურის გამგებელი ლევან ლორთქიფანიძე, რომელიც „ქართული ოცნების“ აქტივისტი იყო, ხელვაჩაურის გამგებლად დანიშნეს და რამდენიმე თვეში თითიდან გამოწოვილი მიზეზით დააპატიმრეს, თუმცა ბრალი ვერ დაუმტკიცეს და გაათავისუფლეს.

 

რაც მთავარია, ამ ადამიანებს საშინელი მეთოდებით აპატიმრებენ - სპეცრაზმს მიუსევენ, თითქოს ძებნილი რეციდივისტები იყვნენ. ლევანს სპეცრაზმი შეუვარდა კაბინეტში და იქ დააპატიმრეს. ეს ყველაფერი მთავრობის აპარატის უფროს ირაკლი ჭეიშვილს აძლევდა ხელს, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ებრძვის.

 

ირაკლი ჭეიშვილი ჯერ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იყო, საიდანაც გამოაგდეს; შემდეგ გადავიდა ალასანიას პარტიაში, სადაც ყველას იძულებით აწევრებდა; ბოლოს კი „ქართული ოცნების“ რიგებში ჩადგა. როგორც ვიცი, ირაკლი ჭეიშვილს არმაზ ახვლედიანი მფარველობს და ახლა ჭეიშვილი, მთავრობის აპარატის უფროსის გარდა, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსიც არის...

 

ეს ადამიანი თავისი მეგობრების ცოლებს არ ინდობდა. ყველამ იცის, რომ მისი ერთ-ერთი მეგობრის ცოლმა ლევან ვარშალომიძეს მიაკითხა და სთხოვა, უთხარით ჭეიშვილს, თავი დამანებოს, თორემ, ჩემმა ქმარმა რომ შეიტყოს, კარგი არაფერი მოხდებაო. ისიც ვიცი, რომ ჭეიშვილი ორჯერ გააფრთხილა ვარშალომიძემ, მაგრამ, თავისი რომ არ დაიშალა, ვარშალომიძემ ჯერ მაგრად სცემა და შემდეგ პარტიიდან გამოაგდო.

 

სირცხვილია, როდესაც ასეთი ბიოგრაფია გაქვს და დღეს ტრიბუნიდან ელაპარაკები ხალხს. ამ ყველაფრის შემდეგ ძალიან მიკვირს ჯერ ბიძინა ივანიშვილის, შემდეგ კი - ირაკლი ღარიბაშვილის...

 

დღეს ყველაზე მეტად კახა კალაძის მჯერა, რადგან გავიგე, რომ სწორედ ის ყოფილა ბათუმის მერობის კანდიდატად ერმაკოვის წარდგენის წინააღმდეგი... თუ არჩევნებში ერმაკოვი გაიმარჯვებს, ეს ნიშნავს, რომ არჩევნები გააყალბეს. გაიარეთ ბათუმის ქუჩებში და ნახავთ, რომ არც ერთ ბათუმელს არ სურს ერმაკოვის მერობა.

 

მერობა იმ ქალაქისა, სადაც შენს საარჩევნო პლაკატს ჩამოხევენ და შეაფურთხებენ, არც შენ უნდა გინდოდეს!

-და თუ მაინც გახდა გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი?

- თუ გიორგი ერმაკოვი ბათუმის მერი გახდება, რევოლუცია სწორედ აჭარიდან დაიწყება! ათი კაციდანი ერთი ან აძლევს ხმას ერმაკოვს, ან არა და გაყალბების გარეშე მისი გამარჯვება გამორიცხულია!

 

...თურქები გაორმაგებულად შემობრუნდნენ. იცით, რატომ? აჭარის მთავრობის აპარატიდან ასიათასობით ლარი იხარჯება თურქეთში მივლინებებისთვის და ჩვენებიც სწორედ იქ მიდიან სასეირნოდ, იქაურ მთავრობას ხვდებიან, ინვესტიციებს და ბათუმის ტერიტორიებს სთავაზობენ...

 

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ, როდესაც ნახავენ, ამა თუ იმ გაზეთში რამე არასასიამოვნო დაიბეჭდა ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ, სამთავრობო აგენტურა დილაადრიან ჩამოივლის საგაზეთო ჯიხურებს და მთელ ტირაჟს ყიდულობს, ხალხმა რომ არ წაიკითხოს.

 

„საქართველო და მსოფლიო“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !