„კარგია, რომ მიხეილ სააკაშვილის ბედზე ჯერ კიდევ ზრუნავთ და განიცდით“, - ასე დაიწყო საქართველოს პრემიერმინისტრმა პასუხის გაცემა პრესკონფერენციაზე ტვ „იმედის“ ჟურნალისტის შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია ცივილიზებულ საზოგადოებაში კონკურენტების მოხსენიება „სულელ კაცად“ და პლანტაციაში მისი მუშაობის სურვილის გამოთქმა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს, უბრალოდ, დასაქმება შესთავაზა: „მე მას, უბრალოდ, დასაქმება შევთავაზე. რა, სათაკილოა პლანტაციაში მუშაობა? იქ არის უამრავი პლანტაცია, არ არის მუშახელი და შევთავაზე სამუშაო, რასაც ადგილობრივი მოსახლეობა აღტაცებით შეხვდა, სხვათა შორის. თუ სხვები ნერვიულობენ, მატაც დავასაქმებ, იგივე ბოკერიას განცხადება მოვისმინე. არის იქ საკმარისი სამუშაო ადგილები“, - თქვა პრემიერმა.
„მე ჯერ არ ვაპირებ გადადგომას, დიდი ხანი. უნდა მოიცადოთ“, - ასე უპასუხა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვას, რას აპირებს გადადგომის შემდეგ.