ხელფასები პარტიების ლიდერებისა და სახეებისთვის: ვის მეტი, ვის ნაკლები?

Image

მთავრობის წევრთა ხელფასებისა და პრემიების რაოდენობის პარალელურად, „კვირის ქრონიკამ“ მოიპოვა საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებში არსებული სახელფასო ნიხრები პარტიის წევრებისა და ლიდერებისთვის.

 

„ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტის 7 200-ლარიან ხელფასზე დიდი გულმოდგინებით დაობენ, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების დიდი ნაწილის ყოველთვიური ხელფასები, პრეზიდენტის ამჟამინდელ ხელფასზე 2-ჯერ, ხან კი მეტჯერ მაღალია“, - წერს ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი „კვირის ქრონიკაში“.

 

"ეროვნული ფორუმი" - პარტიის ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი, პარტიის თავმჯდომარე, კახა შარტავაა. მისი ყოველთვიური ხელფასი - 21 000 ლარია; 

 

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის, გიორგი თარგამაძისა და პარტიის გენერალური მდივნის, ლევან ვეფხვაძის ყოველთვიური ხელფასი 30 000 ლარი იყო;

 

მათ 2 500 ლარით ჩამორჩებოდნენ პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე, მაგდა ანიკაშვილი და პარტიის რეგიონალური სამსახურის უფროსი, გიორგი ახვლედიანი. მათი ყოველთვიური ხელფასი 27 500 ლარი იყო; 

 

"საქართველოს ევროპელი დემოკრატების" ლიდერის, პაატა დავითაიას ყოველთვიური ხელფასი 42.000 ლარია; 

 

"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ბუღალტრად ნინო ბურჯანაძეა მითითებული, მისი ყოველთვიური ხელფასი 12 500 ლარია;

 

"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერის, ბაჩუკი ქარდავას ყოველთვიური ხელფასი 7 500 ლარია; 

 

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის ხელფასი 23 500 ლარია; 

 

პარტია "ახალი მემარჯვენეების" ლოჯისტიკის სამსახური უფროსის, დავით ტყეშელაშვილის ყოველთვიური ხელფასი 8 250 ლარია; 

 

"ლეიბორისტული პარტიის" ყველაზე მაღალი ყოველთვიური ხელფასი 12 386 ლარია, მას იოსებ სამხარაძე იღებს, მისი თანამდებობა არ არის მითითებული; 

 

"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერის სერგო ჯავახაძის ყოველთვიური ხელფასი 4 000 ლარია; 

 

პარტია "საქართველოს გზის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი თეიმურაზ მურვანიძეა, რომელიც ხელფასს უნაღდო ანგარიშსწორების სახით იღებს - 16 750 ლარის ოდენობით; 

 

"საქართველოს კონსერვატიული პარტიის" ხელმძღვანელის, ზვიად ძიძიგურის ყოველთვიური ხელფასი 12 750 ლარია; 

 

"ქართული დასის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი კადრი თორნიკე ბაღათურიაა, მისი ხელფასი 2 400 ლარია.

 

"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ლიდერის, ზურაბ ტყემალაძის ყოველთვიური ხელფასი 56 875 ლარია; 

 

პარტია "ხალხის პარტია" - სახელფასო გრაფა ცარიელია; 

 

პარტია "თავისუფალი საქართველოს" ყველაზე მაღალი ხელფასი 3 088 ლარია, მას პარტიის ბუღალტერი, ქეთევან ურდულაშვილი იღებს;

 

"ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტიის", თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ეკატერინე ჩიტიაშვილის ყოველთვიური ხელფასი 19 500 ლარია; 

 

ამასთანავე: 

 

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივნის, არმაზ ახვლედიანის ყოველთვიური ხელფასი 8 899 ლარს შეადგენს; 

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალური ადმინისტრაციის უფროსის ელენე ჯავახაძის ყოველთვიური ხელფასი 18 000 ლარია; 

 

"რესპუბლიკური პარტიის" ყველაზე მაღალანაზღაურებადი პირი კი თამარ რომელაშვილია, მისი ხელფასი 16 800 ლარია; 

 

ზემოჩამოთვლილ პოლიტიკურ პარტიებში ხელფასის მინიმალური ოდენობა 50-დან 500 ლარამდე ფიქსირდება.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !