
ინფორმაცია დათა ახალაიას განთავისუფლებაზე პირველად ანი ნადარეიშვილმა გაახმოვანა სოციალური ქსელით. „ალია“ კომენტარისთვის ანი ნადარეიშვილს დაუკავშირდა.
„თქვენ კარგს მაინც არაფერს დაწერთ, მიუხედავად იმისა, რომ „სისხლისმსმელი“ ახალაია საბერძნეთმაც კი გაათავისუფლა. ასე რომ, კომენტარს არ გავაკეთებ, რაც გნებავთ, ის დაწერეთ“, - განუცხადა „ალიას“ ნადარეიშვილმა.
კითხვაზე, რატომ დაჰყავდათ სასამართლო სხდომებზე დათა ახალაია ჯავშანჟილეტით, ნადარეიშვილმა უპასუხა: „იქ წესია ეგეთი, ასეთ „ვიპ“ ადამიანებზე. არავინ ემუქრება და აგერ საბერძნეთში იქნება გარეთ და ფეხები არავინ მოსჭამოს, ბოდიში გამოთქმისთვის“, - დასძინა ანი ნადარეიშვილმა.