-
2014-05-30 10:25
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ნადირაშვილი მთავრობაში ნეპოტიზმის მორიგ შემთხვევაზე საუბრობს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელის, არჩილ ცაბუტაშვილის პატრონაჟში ადანაშაულებს.
როგორც ნადირაშვილი ამბობს, ცაბუტაშვილი შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, ზვიად ჯანყარაშვილის, რომელიც პრემიერის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის დისშვილია, კადრი იყო და ამ თანამდებობაზე მაშინ დაინიშნა, როდესაც ჯანყარაშვილი გენინსპექციას ხელმძღვანელობდა.
ირმა ნადირაშვილი, გარდა ნეპოტიზმისა, წყალმომარაგების კომპანიაში კოლოსალური პრემიების დარიგებაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„საქართველოს წყლის კომპანია ბატონ ნარმანიას ერთ–ერთი საქვეუწყებო დაწესებულება იყო. დარწმუნებული ვარ, ნარმანია ამაზე იტყვის, რომ მან არაფერი იცოდა და ჩვენ დავუჯერებთ, რადგან ღარიბაშვილის დანიშნული ადამიანი მას არ შეეკითხებოდა პრემიების ოდენობას და მის გაცემას“, - ამბობს ირმა ნადირაშვილი.