-
2014-05-23 14:11
"ჩვენ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი, ანუ მე", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყველას სთხოვს, დაასრულონ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე სპეკულირება.
მისივე თქმით, მთავრობამ ამ საკითხზე გუნდში იმსჯელა და პრეზიდენტთან ეს საკითხი არ განხილულა.
"მე აგრეთვე გახლავართ კოალიციის ლიდერი, ჩვენ გუნდშიც ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ პრემიერი მოაწერს ხელს ამ ხელშეკრულებას", - განაცხადა ღარიბაშვილმა.