
როგორც აქტივისტების კოორდინატორმა ოთარ კვირიკაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათთვის მიუღებელია გამგებლობის კანდიდატად მოქმედი გამგებელი ბექა ბაიდაური, რომლის რეიტინგიც 10–15%–ია.
აქტივისტები სიის პირველ ნომრად მამუკა ხოლეგაშვილის ჩაწერასაც არ ეთანხმებიან. მათი თქმით, გადაწყვეტილება შტაბისგან დამოუკიდებლად მაჟორიტარმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა მიიღო.